წიგნის  – „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“ პრეზენტაცია

[elfsight_social_share_buttons id='1']

19 ივნისს სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა  წიგნის პრეზენტაცია – „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“, რომელიც World Vision საქართველოს, თბილისის ურბანული განვითარებისა და ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის წარმომადგენლობის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიცა.

წიგნს საფუძვლად დაედო იმ შეხვედრების სერია, რომლებიც სხვადასხვა დროს პროექტის მიხედვით თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში პროფესიონალი ფსიქოლოგები  – თამარ გაგოშიძე, მარიამ ხვადაგიანი, მაია ჯავახიშვილი, ანა ყარაულაშვილი, ნინო მარგველაშვილი და სხვ. დაინტერესებულ მშობლებთან შეხვედრებს მართავდნენ. სასაუბროდ ისეთი თემები შეირჩა, რომლებიც მონაწილეებს პოზიტიური მშობლობის გარკვეული უნარებისა და შესაბამისი ცოდნის ათვისებაში დაეხმარა.

ნათია მჟავანაძე, თბილისის ურბანული განვითარების პროექტების მენეჯერი: „ის ადამიანები, ვისთანაც პროექტის დაწყებამდე გვქონდა ურთიერთობა (ბაღის და სკოლის მასწავლებლები, სასწავლებლების ხელმძღვანელები და ბავშვები), ხშირად საუბრობდნენ სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. სწორედ ამიტომ შევქმენით ფოკუს-ჯგუფები და გავიგეთ, ბავშვთა აღზრდის პროცესში რა თემებია უფრო საინტერესო თუ საჭირო მშობლებისთვის. მხოლოდ კახეთში 50-მდე შეხვედრა გაიმართა და შესაბამისად, მშობლებისთვის ტრენინგებიც ჩატარდა“.

ცირა ბარქაია, პროგრამის ექსპერტი, World Vision საქართველო: „ჩვენ ვთვლით, რომ ყველა მშობელი კარგია, რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს და ზრუნავს მის განვითარებაზე. მაგრამ, მშობლებს მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ უკეთესები იყვნენ და შესაბამისად, უზრუნველყონ საუკეთესო გარემო შვილებისთვის“.

განათლება უკეთესი მშობლობისთვისგანათლება უკეთესი მშობლობისთვისგანათლება უკეთესი მშობლობისთვისგანათლება უკეთესი მშობლობისთვის

ფსიქოლოგები პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2000-მდე მშობელს შეხვდნენ. შეხვედრების შედეგად 13 მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრა, რომლებიც წიგნში სამ ნაწილად არის წარმოდგენილი: ადრეული ბავშვობა, შუა ბავშვობა და მოზარდობა, ბავშვის აღზრდა და განვითარება. წიგნის ელექტრონულ ვერსიას ინტერნეტში ნებისმიერი მსურველი უფასოდ გაეცნობა.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

 

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']