განათლების საერთაშორისო გამოფენა – სწავლება საზღვარგარეთ

[elfsight_social_share_buttons id='1']

ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლების მიღება საზღვარგარეთ სურთ, არჩევანის გაკეთება სხვადასხვა სასწავლებელს შორის უწევთ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას განათლების საერთაშორისო გამოფენაზეც იღებენ, რომელიც ორგანიზაცია UK Bridge – ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.

იულია მალენოვსკა, CATS COLLEGE -ის წარმომადგენელი: „სტუდენტები, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ ეუფლებიან, მულტიკულტურულ გარემოში ადაპტირებას სწავლობენ და საერთაშორისო კონტაქტებს ამყარებენ. საზღვარგარეთ სწავლება პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს, მაგალითად, შეკითხვების დასმას აღარ ერიდებიან, ინიციატივას საკუთარ თავზე ხშირად იღებენ და სხვადასხვა სიტუაციაში გამოსავალს უფრო მარტივად პოულობენ.

საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების დროს, გასაუბრებაზე, აპლიკანტის ანალიტიკურ და შემოქმედებით უნარებს დიდ ყურადღებას აქცევენ. ასეთი უნარების გამოსავლენად აპლიკანტს შეიძლება რაიმე პრობლემური საკითხის განხილვა დაავალონ, რა დროსაც სწორი და არასწორი პასუხი არ არსებობს. მთავარი ის არის, განხილვისას რამდენად მყარი არგუმენტები იქნება გამოყენებული“.

წინა წლებთან შედარებით პროფესიებზე მოთხოვნა შეიცვალა. ადრე ყველაზე პოპულარული იყო ბიზნესი და იურიდიული, მაგრამ ამ ეტაპზე ხელოვნება და ტურიზმი ლიდერობს. ახალგაზრდები სასწავლებლად ძირითადად ევროპასა და ამერიკაში მიდიან.

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']