კენეთ რაინეკე ჰანსენი: „ჩემს ლექციებზე ზღაპრებს ხშირად განვიხილავთ“

[elfsight_social_share_buttons id='1']

კენეთ რაინეკე ჰანსენი კოპენჰაგენის (დანია) საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორია, სადაც ლიტერატურას ასწავლის. საქართველოში ერთ-ერთ შეხვედრაზე მან ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრების უნიკალური სტილი და შინაარსი განიხილა.

„მნიშვნელოვანია, რომ შუა საუკუნეების ზღაპრები თანამედროვე ზღაპრებისგან განვასხვაოთ. შუა საუკუნეების ზღაპრებში, ძირითადად, სიკეთეზეა აქცენტი, რომელიც ბოროტებაზე იმარჯვებს, ხოლო შედარებით ახალ ზღაპრებში (მაგ: ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები), მორალი შეიძლება გამოკვეთილი არ იყოს. ამიტომ, მათ არა მხოლოდ ბავშვები, უფროსებიც დიდი ინტერესით კითხულობენ.

უნივერსიტეტში ლიტერატურის ლექციებზე ზღაპრების შესახებ ხშირად ვმსჯელობთ, ფსიქოლოგიურად განვიხილავთ მათ, რომანტიზმის შესახებ ვსაუბრობთ და ა.შ. ანდერსენის ზღაპრებიდან ყველაზე მეტად „ბულბული“ მომწონს, რადგან მისი იდეა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოდ არის გადმოცემული“.

Foster

[elfsight_social_share_buttons id='1']