გერმანული სკოლის დირექტორი ლასე ფანკჰენელი: „სკოლებს მეტი ავტონომია უნდა ჰქონდეთ“

[elfsight_social_share_buttons id='1']

ლასე ფანკჰენელი ჰამბურგის უნივერსიტეტში სწავლებდა, მოგვიანებით სახელმწიფო სასერტიფიკატო პედაგოგიური პროგრამა გაიარა, რის შემდეგაც პედაგოგიური მოღვაწეობა ქალაქ ელმსჰორნის ოტო ფონ ბისმარკის სახელობის გიმნაზიაში გააგრძელა. 2017 წელს ამავე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

„ჩვენს სკოლაში (Bismarkschule Elmshorn) მოსწავლეები მე-8 კლასიდან და ზემოთ, ეკონომიკასა და პოლიტიკის მეცნიერებისთვის ემზადებიან. მე-9 და მე-11 კლასებში ორჯერ ტარდება ორკვირიანი სტაჟირების პროგრამა და ასევე, საინფორმაციო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს რეგიონის მასშტაბით ხვდებიან.

დაახლოებით  ათი წელია, სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების მყარად დანერგვას ვცდილობთ. თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი პორტფოლიო ინტერნეტში, რაც ტექნოლოგიების საშუალებით სწავლისთვის საჭირო ინფორმაციას ნებისმიერ ადგილას ხელმისაწვდომს ხდის. სკოლებისთვის თუ დეველოპერებისთვის ახალი მედიასაშუალებების შექმნა გამოწვევას წარმოადგენს. დროთა განმავლობაში ციფრული ტექნოლოგიები მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე უფრო მეტად იქნება მორგებული. ამ ეტაპზე კლასში ლექციას ძირითადად 30 ბავშვი მაინც ესწრება, მათი ინტერესების დაკმაყოფილება სამომავლოდ ინდივიდუალურად მოგვიწევს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ვფიქრობ, სკოლებს მეტი ავტონომია უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქმიანობა უფრო თავისუფლად წარმართონ, რაც მათი ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. სკოლების მიმართ კარგი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და პოლიტიკოსებს, შედეგად, სკოლები უკეთესად შეძლებენ მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებას. ბუნებრივია, ამისათვის განათლებაში მეტი ფულის ინვესტიციაა საჭირო. ინვესტიცია განათლებაში იდება ჩვენი მომავლისთვის, რაზეც თანხების დაზოგვა არ უნდა ხდებოდეს!“

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']