მაკა სახურია: „პროექტებით სწავლება განსაკუთრებით ეფექტიანია“

[elfsight_social_share_buttons id='1']

მაკა სახურია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მკვლევარია. ამჟამად იგი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

მაკა სახურია

„თუ მასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსებს სისტემატურად კითხულობს, ტრენინგებში მონაწილეობს და კოლეგებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებით არის დაინტერესებული, ის სასწავლო პროცესში სიახლეებსაც დანერგავს. მაგალითად, პროექტებით სწავლება განსაკუთრებით ეფექტიანია და მოსწავლეების მხრიდან მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.

გიმნაზია

პროექტი, რომელიც ერთ-ერთ კლასში დავგეგმე, ოკეანეთის თვითმყოფადი ეგზოტიკური ქვეყნების საინტერესოდ წარდგენას გულისხმობდა. პროექტში ქართული წერითი უნარების გარდა, მოსწავლეებს გეოგრაფიასთანაც ჰქონდათ შეხება. ბავშვები სოციალური ქსელის დახმარებით დაუკავშირდნენ ადამიანებს სამოას, ტონგას, ვანუატუს, ნაურუს და ფიჯის ქვეყნებში, შეისწავლეს მათი ფოლკლორი და ისტორია, გაარკვიეს, რატომ აღიარა ვანუატუმ და ნაურუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ბოლოს კი ესეები, ლექსები და პატარა ჩანახატები შექმნეს. კიდევ ერთი პროექტი ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს ეხებოდა. პროექტის ფარგლებში დასავლურ ქვეყნებში გავრცელებული ლიტერატურული მიმდინარეობები ქართულ ლიტერატურას დავუკავშირეთ. აღმოვაჩინეთ, რომ მაგალითად, რომანტიზმი არა მარტო ჩვენთან, დასავლურ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა იყო, ხოლო ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ მსგავსი ნაწარმოები პროსპერ მერიმესაც ჰქონია დაწერილი.

თბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის პირველი გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზიათბილისის კლასიკური გიმნაზია

ასეთი პროექტები მოსწავლეებში მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს: აქტივობებში ერთვებიან, ჯგუფში ბევრს მუშაობენ, ინტენსიურ აზროვნებას იწყებენ, შემოქმედებითები ხდებიან, ორგანიზებულობას სწავლობენ და ა.შ.“

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']