მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი

[elfsight_social_share_buttons id='1']

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მაშინ ფესტივალის ორგანიზატორები საზოგადოების რეაქციას აკვირდებოდნენ, რადგან ღონისძიების წარმატება ახალგაზრდების ინტერესსა და მათ ჩართულობაზე იყო დამოკიდებული. პირველივე წელს ახალგაზრდები სხვადასხვა ექპერიმენტში, მასტერკლასსა და ცდაში აქტიურად ერთვებოდნენ. სწორედ მაშინდელმა აქტიურობამ განაპირობა ლოკალური და ასევე, საერთაშორისო ფესტივალის ჩამოყალიბება.

თსუ მეცნიერების ფესტივალი

ფესტივალში კვლევითი სამეცნიერო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობენ. ორგანიზატორები ცდილობენ, ახალგაზრდებს აჩვენონ, რომ მეცნიერება მოსაწყენი და მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანების გასაკეთებელი საქმე არ არის – ის ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს.

თსუ მეცნიერების ფესტივალი

წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა. შესაბამისად, ფესტივალი უნივერსიტეტის ეზოში ტარდება. პირველ ოქტომბრამდე გაიმართება: გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოფები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემების/პროექტების პრეზენტაციები და სხვ. ასევე, ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერებს დააჯილდოებენ.

თსუ მეცნიერების ფესტივალი

ფესტივალის განმავლობაში გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის „სამეცნიერო დღეებიც“ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, საზღვარგარეთიდან ვორქშოფებისა და კონფერენციების ჩასატარებლად, მაღალი დონის მეცნიერები ჩამოვლენ. ღონისძიების ბოლოს კი ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბი გაიხსნება.

თსუ მეცნიერების ფესტივალი

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ტარდება.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალიმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster.ge

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']