შემოქმედებით-განმავითარებელი ვორკშოპი ბავშვებისთვის

[elfsight_social_share_buttons id='1']

პირველ ივნისს წიგნის სივრცეში ფსიქოლოგმა სოფო ვასაძემ 8-12 წლის ბავშვებისთვის შემოქმედებით-განმავითარებელი ვორკშოპი ჩაატარა. ვორკშოპის ფარგლებში ბავშვებმა ჯერ თანამედროვე ანიმაციური ფილმი – „მეთევზე და გოგონა“ (რეჟ. მამუკა ტყეშელაშვილი, 20 Steps Production) იხილეს, ხოლო მოგვიანებით ფილმის შესახებ იმსჯელეს და სიუჟეტის ილუსტრირებაც სცადეს.

ვორკშოპის მიზანი ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარება გახლდათ. ანიმაციური ფილმის პერსონაჟების განხილვა, მათი და ბავშვების პირადი ემოციების შესახებ მსჯელობა სწორედ ემოციური ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო ფილმის სიუჟეტის ილუსტრირება და მათი პრეზენტაცია მიღებული ინფორმაციის გააზრებას ეხმარება.

სოფო ვასაძესოფო ვასაძესოფო ვასაძესოფო ვასაძე

ასეთი შეხვედრების დროს ბავშვები სხვადასხვა უნარს ივითარებენ, მაგალითად: შინაარსის გაგებას, ვერბალურად გადმოცემას, ფანტაზიას, მოტორიკას, დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარებს და ა.შ. სოფო ვასაძე სამომავლოდ ბავშვებთან შეხვედრას ისევ გეგმავს და მათ ვორკშოპების სერიას მრავალფეროვანი პროგრამით სთავაზობს, სადაც არაერთი საინტერესო ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: bit.ly/2MpWoZJ

Foster

 

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']