სკოლების გამოფენა

[elfsight_social_share_buttons id='1']

სკოლების გამოფენა თბილისში, 2018 წლის 7-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” პირველად ჩატარდა. გამოფენის ფარგლებში, მშობლებსა და ბავშვებს, (5წ-დან 15წ-მდე),  სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სასწავლებლების სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.

მშობლებს არჩევანის გაკეთება ხშირად უჭირთ, როცა შვილისთვის სკოლის შერჩევას ცდილობენ. ორგანიზატორთა თქმით, სკოლების გამოფენაზე, მონაწილეებსაც და დამთვალიერებლებსაც მიეცათ საშუალება თავად შეეფასებინათ წარმოდგენილი სკოლები, თუ სხვა სასწავლო დაწესებულებები.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: კერძო სკოლები, სკოლამდელი მოსამზადებელი ცენტრები, სპეციალიზირებული სკოლები (მუსიკალური, სამხატვრო, სპორტული და ა.შ. ), ენის ცენტრები, საზაფხულო სკოლები, საკვირაო სკოლები, გასართობი და შემეცნებითი ცენტრები. საგამოფენო ტერიტორიაზე მოეწყო: საკითხავი, ხელოვნებისა და ხატვის, ასევე პრეზენტაციების კუთხე.

სამომავლოდ სკოლების გამოფენა კვლავ ჩატარდება და სავარაუდოდ, აღნიშნულ ღონისძიებაში სასწავლებლები საქართველოს რეგიონებიდანაც მიიღებენ მონაწილეობას.

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']