ხის მხატვრული დამუშავება – სოციალურ საწარმოებში შექმნილი სათამაშოები

[elfsight_social_share_buttons id='1']

საქართველოს თითქმის ყველა სოციალური საწარმოს სოციალური მისია სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასაქმებაში მდგომარეობს (მაგ: „კოდალა“, „დადარი“ და ა.შ.). ასეთი საწარმოების თანამშრომლები პროფესიას უშუალოდ მუშაობის დროს ეუფლებიან, ხოლო მოგვიანებით პროდუქციას საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვითაც ქმნიან.  

სოციალურ საწარმოებში მუშაობის მთავარი პრინციპია, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა აღმოაჩინოს ის საქმე, რომელიც კარგად გამოსდის. თითოეული სათამაშოს დასამზადებლად სხვადასხვა პროცედურის გავლაა საჭირო, მათ შორის: ხის ფიგურის გამოჭრა, ფორმის მიცემა, მოხატვა, გალაქვა და ა.შ. ვინც სამთვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობას ახერხებს, ის საწარმოს სრულფასოვანი წევრი ხდება.

დადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმოდადარი სოციალური საწარმო

დასაწყისისთვის პროტოტიპის შექმნას საკმაოდ დიდ დროს უთმობენ, ხოლო საბოლოო ვერსიის დამტკიცების შემდეგ სერიულად გამოშვებას იწყებენ. ყოველდღიურად გასაყიდად ამზადებენ 30-დან 70-მდე პროდუქტს, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს თანამშრომლებს ხელის მოტორიკა განვითარებული ჰქონდეთ, ყურადღებას იჩენდნენ დანადგარებთან მუშაობისას და პიროვნული მახასიათებლებითაც გამოირჩეოდნენ. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობისა და ნდობის გარეშე საქმის წარმოება გაუჭირდებათ.

სოციალური საწარმო „დადარის“ ხელმძღვანელია არჩილ გობეჯიშვილი, რომელმაც, სანამ საწარმოს შექმნიდა, ხის მხატვრული დამუშავება ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში ისწავლა: „გარდა იმისა, რომ აქ მომუშავე ადამიანები ხელობას სწავლობენ და პროფესიას ეუფლებიან, მათთვის ეს საქმიანობა ცხოვრების სტიმულიც არის. ისინი საკუთარი თავის განვითარებაზე ყოველდღიურად ფიქრობენ. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობები, რომლებსაც რეალიზება სჭირდება. ჩვენ თანამშრომლებს ამაში ხელს ვუწყობთ და ვცდილობთ, ყველასთვის თანაბარი გარემო შევქმნათ“.

საქართველოს სოციალურ საწარმოებში შექმნილი ხის სათამაშო ფიგურების საფასურს ქართველების უმრავლესობა ძვირად მიიჩნევს, ამიტომ ეს პროდუქცია ევროპასა და აშშ-ში იყიდება. შესაბამისად, სოციალური საწარმოები სამომავლოდ, გაყიდვების ზრდასთან ერთად, ახალი თანამშრომლების მიღებასაც გეგმავენ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']