თბილისის საბავშვო ფესტივალი

[elfsight_social_share_buttons id='1']

„თბილისის საბავშვო ფესტივალი“ წელს პირველად, მთაწმინდის პარკში გაიხსნა. ორგანიზატორების იდეა იყო, რომ მშობლებს იმ ორგანიზაციებთან დაემყარებინათ კონტაქტი, რომლებიც ბავშვებისთვის სხვადასხვა სახეობის პროდუქტს ქმნიან.

ფესტივალის ფარგლებში, პარკის ტერიტორია განათლების, ჯანმრთელობის, გართობის, საბავშვო სტარტაპების, კულტურულ და სპორტულ ზონებად დაიყო. მშობლები და ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ეცნობოდნენ, აქტივობებში მონაწილეობდნენ და მწარმოებლების მიერ წარმოდგენილ საბავშვო პროდუქციას არჩევდნენ.

სამომავლოდ ფესტივალი, ყოველწლიურად ორი დღის განმავლობაში, სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას ჩატარდება.

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']