თეონა ნაჭყებია: „თვითიდენტობის შეგრძნება მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია“

[elfsight_social_share_buttons id='1']

თეონა ნაჭყებია პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი და სერტიფიცირებული ტრენერია.  მან დააფუძნა „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გეშტალტ სახელოსნო“ და „მშობელთა ფსიქოლოგიური კლუბი“.

იდენტობა სულიერ ღირებულებათა სისტემას ეფუძნება, რომელიც ოჯახისა და გარემოს ზეგავლენის შედეგად იქმნება და მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება. თვითიდენტობის შეგრძნება მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ცხოვრების ამ ეტაპზე ბევრი დრო ეთმობა ინტერესთა სფეროს, სამეგობრო წრეს, სოციალურ გარემოსა და პროფესიული არჩევანის გაკეთებას.

თანამედროვე ბავშვის დღის განრიგი მხოლოდ სკოლაში გატარებულ დროსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეში ჩართულობას არ გულისხმობს. მშობლების ინიციატივით, საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხარვეზებისგამოსწორების“  მიზნით, მოსწავლეები რეპეტიტორებთანაც ემზადებიან. თავისუფალ დროს კი სოციალური ქსელები და ინტერნეტთამაშები იკავებს. ახალგაზრდებს ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება უჭირთ. მათთვის დრო დეფიციტური ხდება, შედეგად შინაგან სიცარიელეს გრძნობენ, რაც შიშს, შფოთვასა და საფრთხის შეგრძნებას უკავშირდება. სწორედ მოზარდობის პერიოდში ჩნდება ინტერესი ნარკოტიკების, ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და კრიმინალური სუბკულტურის მიმართ. საკუთარი თავისაგან განრიდების ფონზე, პიროვნება აწმყო დროში სიცოცხლესა და ყოფიერებას ვეღარ განიცდის. თანამედროვე ბავშვების უმრავლესობას აღარ აქვს ის ძვირფასი დრო, რომელიც სწორედ შინაგანი და გარეგანი სამყაროს შეცნობის შედეგად, საკუთარი იდენტობის ფორმირებისთვის არის საჭირო“.

Foster

გაზიარება
[elfsight_social_share_buttons id='1']